დავით უსუფაშვილი: მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ მნიშვნელოვან ამბავზე - მოსამართლეთა დანიშვნა ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია
12-02-2016, 08:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის აზრით, მოსამართლეთა დანიშვნა ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ 20 თებერვლიდან ძალაში მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი შედის, როდესაც მოწმეთა დაკითხვა მოსამართლესთან უნდა მოხდეს.

 

 

"სასამართლო სისტემის რეფორმა მიმდინარე პროცესია. მომავალ კვირას ჩვენ რეფორმის მესამე ტალღად წოდებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს განვიხილავთ, რომელიც ძალიან ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. არ მგონია, რომ ეს მესამე ტალღა საბოლოო ტალღა იქნება. სისტემას კიდევ სჭირდება სრულყოფა, ისევე როგორც ყველა სხვა მიმართულებას - მათ შორის პარლამენტზეც ბევრს ვფიქრობთ და ვთვლით, რომ ჩვენ გვჭირდება სრულყოფა. ამიტომ, თუ იქნება კონკრეტული წინადადებები იმის თაობაზე, როგორ გავაუმჯობესოთ სასამართლო სისტემის ეფექტურობა, როგორ გავზარდოთ ნდობა, როგორ გავხადოთ ინდივიდუალური მოსამართლე დამოუკიდებელი ყველასგან - ჩემგანაც, თქვენგანაც და მათივე საკუთარი საბჭოსგან, სასამართლოს თავმჯდომარეებისგან და ასე შემდეგ, ეს არის ამოცანა.

 

 

ამ ამოცანის შესაბამისი ინიციატივები პარლამენტამდე თუ მოვა, ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით განვიხილავთ. მანამდე ჩვენც და სასამართლოებიც, მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში მოქმედებენ. არსებობს იუსტიციის საბჭო, რომელიც დაკავებულია თავისი საქმის კეთებით. რაც შეეხება ახლა მოსამართლეები უნდა დაინიშნონ თუ არ დაინიშნონ და სწრაფად თუ არა სწრაფად, აქ მე მოვისმინე სხვადასხვა მოსაზრებები, საკონსტიტუციო სარჩელი და ასე შემდეგ. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ მნიშვნელოვან ამბავზე: - ახლა მოსამართლეების დანიშვნა რატომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ 20 თებერვლიდან ძალაში შედის მოწმის დაკითხვის ახალი სისტემა, როდესაც გამომძიებელმა, პროკურორმა მოწმე უნდა მიიყვანოს ფიზიკურად მოსამართლესთან და რომ მიიყვანოს, იქ უნდა დახვდეს მოსამართლე, რომელმაც დაკითხვის პროცედურა უნდა ჩაატაროს. მოგეხსენებათ, სასამართლოები მიმდინარე საქმეებით უკიდურესად გადატვირთულია. ზოგ მოსამართლეს ასობით საქმე აწევს მხრებზე. რომ არ გამოვიდეს ისე, რომ ჩვენ პროკურატურა და პოლიცია, სათანადო სისტემის გარეშე გავტოვოთ, აუცილებელი გახდა სასწრაფო წესით მოსამართლეთა დანიშვნა. ვაკანსიები, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებობდა, მათი შევსება ამისთვის უკიდურესად აუცილებელია.

 

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, იუსტიციის საბჭომ, ძალიან დიდი მუშაობა გასწია ამ თვენახევრის განმავლობაში, კანონი, მოწმის დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს მიიღო. ის ძალაში იანვრის დასაწყისში შევიდა, ხოლო სისტემა 20 თებერვლიდან ამოქმედდება. აი ამ თვენახევრის განმავლობაში, საჭირო იყო შენობის მოძებნა, სადაც დაკითხვები ჩატარდება. ეს შენობა მოძებნილია, მიმდინარეობს აღჭურვა და დასრულდება. კიდევ ვიმეორებ, საჭიროა კონკრეტული ადამიანები, მოსამართლეები, რომლებსაც სპეციალური ტრენინგი ჩაუტარდებათ და ეს მოსამართლეები ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ამიტომ ახლა პროცესის შეჩერება მანამდე, სანამ რამე სხვას არ მოვიფიქრებთ, როგორ იმართებოდეს სისტემა, სწორი არ იქნება", - აცხადებს უსუფაშვილი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი