გიორგი კვირიკაშვილი: 150 მლნ ევრო აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქციისათვის - საინვესტიციო ბანკი საქართველოს თანხას გამოუყოფს
12-02-2016, 23:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"საქართველომ ხუთშაბათს ხელი მოაწერა ევროპის საინვესტიციო ბანკთან ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც გამოიყოფა 150 მილიონი ევრო ქვეყნისთვის" - განცხადება ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "როიტერსთან" ინტერვიუში გააკეთა.

 


პრემიერის თქმით, აღნიშნული თანხა გამოიყო ინფრასტრუქტურის განახლებისათვის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქციისა და წყალმოვარდნის შედეგად დაზარალებულ თბილისში აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად.

 


„ჩვენ ასევე განვიხილეთ დამატებითი რესურსების გამოყოფის პერსპექტივები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 


საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის და ცდილობს გახდეს ნატოს წევრი. 2014 წლის ივნისში ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და წელს მოსალოდნელია ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღება.

 


კვირიკაშვილი აცხადებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სასარგებლო იქნება საქართველოსთვის - ის მოიზიდავს ინვესტიციებს იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც არა აქვთ გაფორმებული მსგავსი ხელშეკრულებები. მან ასევე მოუწოდა ევროკავშირს, არ დააყოვნოს უვიზო რეჟიმის შემოღება.

 

 

„ვფიქრობ, ათიოდე წელიწადში საქართველოს ეკონომიკა, შემოსავლები და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მიუახლოვდება აღმოსავლეთევროპულ სტანდარტებს", - ამბობს კვირიკაშვილი.

 


კვირიკაშვილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წლის დეკემბერში გახდა, აცხადებს, რომ საქართველო გააგრძელებს თავის ძალისხმევას, მიმართულს ნატოში გაწევრიანებისკენ, რომელმაც მინიმუმამდე დაიყვანა დაჩქარებული გაწევრიანების ყოველგვარი პერსპექტივა. ასევე გაგრძელდება პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, რომელთანაც საქართველოს 2008 წლის აგვისტოში ხანმოკლე ომი ჰქონდა - წერს "როიტერსი".

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი