ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
"გამომძიებლებმა დაიწყეს რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა და იმ მოქალაქეთა დაკითხვა, რომლებიც ქართული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში მონაწილეობდნენ.
გამომძიებლები ასევე დაკითხავენ იმ მცხოვრებლებს, რომლებიც 8-11 აგვისტოს რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ და ქართული არმიის სამხედრო დანაშაულებების მოწმეები გახდნენ", - იტყობინება სააგენტო "სპუტნიკ-ოსეტია".
სააგენტოს ცნობით, ე.წ გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართა "საქართველოს აგრესიის შედეგად დაზარალებულმა 2 850 ადგილობრივმა მცხოვრებმა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახურის ცნობით, "საქართველოს მხრიდან განხორციელებული სამხედრო დანაშაულებების ფაქტზე" სისხლის სამართლის საქმე 2008 წლის 12 აგვისტოში აღძრეს, ხოლო გასული წლის მაისში გამოძიება განახლდა.
"იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის გამოძიება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს, ჩავრთეთ საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც გენერალური პროკურატურის საგამოძიებო განყოფილებებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან შედგება", - ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.