გაგიკ კარსლიანი: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მცირემიწიან ფერმერებს სახნავი ბარათები გადაეცემათ
13-02-2016, 03:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მცირემიწიან ფერმერებს, წელს, სახნავი ბარათები გადაეცემათ - ამის შესახებ guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გაგიკ კარსლიანმა განუცხადა.

 

 

გამგებლის თქმით, მოსახლეობისთვის ბარათების დარიგებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წამოწყებული მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი ითვალისწინებს.

 


"ეს პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის ინიციატივით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წელს ბარათი გადაეცემა 5 551 ფერმერს და ამ რიცხვს დაემატება კიდევ 200 ბენეფიციარი მათი მონაცემების გადაგზავნის შემდეგ. ბარათების გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები არის დეპუტატის, ჰენზელ მკოიანის კონტროლის ქვეშ. ამ საკითხზე, გამგეობაში მე უკვე შევხვდი მუნიციპალიტეტის ათი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს. ჩვენ ერთად განვიხილეთ ბარათების გადაცემის გარშემო არსებული ყველა დეტალი" - განმარტა გაგიკ კარსლიანმა.

 

 

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სახნავი ბარათი 5 430 ფერმერს გადაეცა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი