დღეს აქ ვიმყოფებით, რათა ხაზი გავუსვათ ნატო-ს მხარდაჭერას, ძლიერ და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას საქართველოსთან, - ამის შესახებ ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსმა, კონტრ-ადმირალმა ჯორჯიო ლაციომ ბათუმში შს მინისტრთან, გიორგი მღებრიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯორჯიო ლაციომ გაერთიანებული საზღვაო ძალების სახელით გიორგი მღებრიშვილსა და საქართველოს მოსახლეობას ბათუმის ნავსადგურში გამართული დახვედრის ღონისძიების გამო, მადლობა გადაუხადა.
"ბოლოს როდესაც აქ იმყოფებოდა ნატო-ს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი, 2013 წელი იყო. მას შემდეგ მსოფლიომ ნახა დრამატული ცვლილებები უსაფრთხოების მხრივ, მაგრამ რაც არ შეცვლილა, ეს იყო ნატო-ს მხარდაჭერა მის მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ, რომლებსაც საზღვარი გააჩნიათ შავ ზღვაზე. ჩვენი შესაძლებლობა, რომ ქართულ მხარესთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საზღვაო სფეროში, საშუალებას გვაძლევს სინამდვილეში გავაძლიეროთ ურთიერთთავსებადობა ჩვენს ძალებს შორის, რომელიც თავის მხრივ, მხარს უჭერს ჩვენს უნარს, ვითანამშრომლოთ შემდგომში მჭიდროდ საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის შავ ზღვაზე.
მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინათ, ბრიუსელის თავდაცვის მინისტერიალის დროს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ისარგებლა შემთხვევით და განსაკუთრებით შეაქო ნატო-საქართველოს კომისია და საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი გაზიარებული უსაფრთხოებისათვის. სხვათა შორის, მე პირადად მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი იმ ჯგუფის წევრი, რომელიც 2008 წლის სექტემბერში იმყოფებოდა საქართველოში. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ისარგებლა რა შემთხვევით და შეეხო იმ საკითხს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის რეგულარული გაცვლა საქართველოსთან და იმ გზების გამონახვა, რომელიც სამომავლო თანამშრომლობას უფრო გააძლიერებს", - აღნიშნა ჯორჯო ლაციომ.
„საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. მონაწილეობს ნატოს, ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო მისიებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს გაერთიანებულ საზღვაო სარდლობასთან კონტრ-ტერორისტული ოპერაციის – „აქტიური ძალისხმევის“ – მხარდასაჭერად. ოპერაციის მიზანია ხმელთაშუა ზღვისა და მისი მიმდებარე სრუტეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გამოვხატავთ მზაობას, გავაღრმავოთ არსებული თანამშრომლობა და, რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, გავზარდოთ სანაპირო დაცვის ჩართულობა როგორც ოპერაცია „აქტიური ძალისხმევის ფარგლებში, ასევე ნატოს–ს საზღვაო წვრთნებში მონაწილეობის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საპორტო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი სწავლებები და საჩვენებელი წვრთნები ხელს შეუწყობს ნატოს საზღვაო ძალებთან საქართველოს სანაპირო დაცვის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას“ - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსმა შს მინისტრს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საპორტო ვიზიტით მყოფი ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) დაათვალიერებინა და საფლაგმანო ხომალდზე „ჰასან ფაშა“ უმასპინძლა.
SNMCMG2 ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი 4 ხომალდითაა დაკომპლექტებული. ნატოს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დაჰყოფენ და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.