ციხისძირში მყოფ ბიძინა ივანიშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბიძინა ივანიშვილის ხეების გადარგვის შეჩერებას სთხოვდნენ და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ურჩევნდნენ, რომ იმ ფინანსებით, რასაც ხეების გადარგვაში ხარჯავდა, ახალი ხეების შემოეტანა.
"თქვენ გაქვთ უფლება იყიდოთ, შემოიტანეთ. ბატონო ბიძინა, თქვენ რაც გიჯდებათ გადარგვა, ახალი ხეები შემოიტანეთ", - მიმართეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ივანიშვილს.
"თქვენ არ გაქვთ უფლება მიკარნახოთ სად უნდა გავაკეთო", - ასე უპასუხა ივანიშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან საუბრის შემდეგ, ივანიშვილმა სამუშაოების შემსრულებელ კომპანია "ზიმოს" დირექტორთან, ზურაბ კიკნაძესა და ბოტანიკოს, ზურაბ ბაგრატიონთან ერთად ასწლოვანი ტიტას ხის მიმდებარედ გადაინაცვლა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტერიტორია უკვე დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.