მედვედევი: ზოგჯერ ვფიქრობ - ახლა 2016 წელია თუ 1962? - ნატო-რუსეთის ურთიერთობა "ცივი ომის" პერიოდს დაუბრუნდა
13-02-2016, 05:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-რუსეთის ურთიერთობა "ცივი ომის" პერიოდს დაუბრუნდა, ერთიანი ევროპა კი აღარ არსებობს - განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

 

"კვლავ არამეგობრული და ჩვენი შეფასებით, დახურული რჩება ნატო-ს პოლიტიკური პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. თითქმის ყოველდღე ჩვენ ნატო-სთვის ყველაზე დიდ საფრთხეს გვიწოდებენ, იღებენ ფილმებს, სადაც რუსები ბირთვულ ომს იწყებენ. ხანდახან ვფიქრობ: ახლა 2016 წელია თუ 1962?", - განაცხადა მედვედევმა.

 

 

მისი შეფასებით, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებში კონფლიქტები გამწვავდა, შეიქმნა მიგრაციული კრიზისი, ურთიერთობა ევროკავშირსა და რუსეთს შორის გაუარესდა, უკრაინაში კი "სამოქალაქო ომი" მიმდინარეობს.

 

 

დიმიტრი მედვედევის მოსაზრებით, მიგრაციულმა კრიზისმა საფრთხე შეუქმნა შენგენის ზონის არსებობას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი