"ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა, რომ ჩვენი არა ერთი კულტურული მემკვიდრეობა და სულიერი კერა განადგურდა" - განცხადება ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან, ფატუ ბენსუდასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ჩვენი მთავარი იარაღი და სამუშაო ინსტრუმენტი ამ საქმეში არის გამჭვირვალობა, თანამშრომლობა, რომ შევძლოთ უკვე საერთაშორისო დონეზე და ამ სასამართლოს ფარგლებში, მტკიცებულებებით ვაჩვენოთ, რომ დიახ, 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა, რომ ჩვენი არაერთი კულტურული მემკვიდრეობა და სულიერი კერა განადგურდა.
ბენსუდა დამეთანხმა ამაში და მოტივირებულია იმაში, რომ ეს იყო საერთაშორისო კონფლიქტი, რომ ქართველები იყვნენ მსხვერპლნი და რომ სამხრეთ ოსეთი არის საქართველო", - განაცხადა წულუკიანმა.
ფატუ ბენსუდას იუსტიციის მინისტრი მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილთან, თინათინ ხიდაშელთან და თედო ჯაფარიძესთან ერთად შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.