შემოსავლების სამსახურმა კუთვნილ სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მკაცრი კონტროლი დააწესა
13-02-2016, 09:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შემოსავლების სამსახურმა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კუთვნილ სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მკაცრი კონტროლი დააწესა.

 

 

"საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურმა მკაცრი კონტროლი დააწესა კუთვნილ სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ბოლო დროს გახშირებულმა შეტყობინებებმა შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ. სამსახურებრივი ტრანსპორტის მძღოლების ამგვარი ქმედება, ერთი მხრივ, უარყოფითად აისახება სამსახურის რეპუტაციაზე, მეორე მხრივ კი, საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, ასევე სახელმწიფო ქონებას. ამის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მკაცრად გააფრთხილა მძღოლები, რომ ავტოსატრასპორტო საშუალებით მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელობის მხრიდან მოხდება შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში.

 


ამასთან, შემოსავლების სამსახური თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, სპეციალური სანომრე ნიშნებით RS… GE მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ გზებზე მოძრაობის წესების დარღვევის შემჩნევის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს აცნობონ შემდეგ სატელეფონო ნომრებზე - 2 261160 ან 2 261119

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი