ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობები და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"შეხვედრაზე საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას გაესვა ხაზი. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ტურიზმი, გარემოს დაცვა, განათლება და კულტურა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ესტონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, გაუზიაროს საქართველოს გამოცდილება ამ თვალსაზრისით.
მხარეებმა განიხილეს ვიზების ლიბერალიზაციის დროული დაჩქარების პერსპექტივები და აღნიშნეს, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ისაუბრეს საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე.
გიორგი კვირიკაშვილმა ტომას ჰენდრიკ ილვესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ"- ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.