უკრაინის მდგომარეობა არ იცვლება და რუსეთი განაგრძობს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენიდან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
„საქმე იმაშია, რომ აღარავინ არ ახსენებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, აღარ ახსენებს ამას იმიტომ, რომ საქართველო თვითონ აღარ ლობირებს ამას“, აღნიშნა სააკაშვილმა და დაამატა, რომ „საქართველო მთლიანდ გამქრალია რადარებიდან“.
„რაც უნდოდათ ის გააკეთეს, ივანიშვილი იძახოდა, ალასანია იძახოდა სხვათა შორის, არ უნდა ვიყოთ განხეთქილების ვაშლი დასავლეთსა და რუსეთს შორის, აღარა ვართ განხეთქილების ვაშლი, საერთოდ არანაირი ვაშლი აღარა ვართ, არც კიტრი აღარა ვართ. ვართ გამქრალები. ასე რომ, ეს იყო ივანიშვილის... როცა მოგყავს „გაზპრომის“ მთავარი აქციონერი, მან გააკეთა ზუსტად ის, რასაც რუსები ცდილობდნენ, რომ მთელი ეს წლები მიეღწიათ და არაფერი არ გამოსდიოდათ, ერთბაშად მიაღწიეს ყველაფერს,“ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენიდან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.