რამდენი პრემიერ მინისტრიც არ უნდა გამოაგზავნონ მიუნხენის კონფერენციაზე, იქნებიან ერთი ჩვეულებრივი პროვინციელი ფეოდალის ჩვეულებრივი მონა- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენიდან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
„როცა ასეთ კონფერენციებზე დავდიოდი წინა წლებში, როცა პრეზიდენტი ვიყავი, საქართველო ბევრში გაღიზიანებას იწვევდა. ლაპარაკობდნენ საქართველოზე, იხილავდნენ საქართველოს, კამათობდნენ საქართველოზე, არ ეთანხმებოდნენ საქართველოს და ეხლა ბოდიში და სულ ფეხებზეც ჰკიდიათ საქართველო, აი ამას მივაღწიეთ. ეს არის რეალობა და ეხლა, შეუძლიათ 107-ე პრემიერ მინისტრი გამოაგზავნონ და რამდენი პრემიერ მინისტრიც არ უნდა გამოაგზავნონ, იქნებიან ერთი ჩვეულებრივი პროვინციელი ფეოდალის ჩვეულებრივი ერთ-ერთი, რა ვუწოდო მე არ ვიცი, მრცხვენია, რომ პრემიერ მინისტრს მონა ვუწოდო მარა სხვა რა ჰქვია ამ თანამდებობის პირებს, მე არ ვიცი, მინისტრებიც ზუსტად ეგეთივეა, და ეს არის რეალობა და შეგვიძლია გავუსწოროთ თვალი რეალობას და შეგვიძლია გავაგრძელოთ სიცრუეში ცხოვრება,“ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენიდან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.