მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილის რეჟიმი არის ძალიან დროებითი, მე ვლაპარაკობ, რომ რამდენიმეთვიანი კიდევ
13-02-2016, 12:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს რეჟიმი არის ძალიან დროებითი, რამდენიმეთვიანი კიდევ, ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენიდან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

 

 

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ფატუ ბენსუდასთან გუშინ კონტაქტი ჰქონდა და მიაჩნია, რომ საქართველოს დასამალი არაფერი აქვს და „ვისაც გამოკითხავენ, მათ უნდა ილაპარაკონ სიმართლე, სიმართლე, როგორც ყველაფერი იყო,“ თუმცა იქვე დაამატა, რომ ივანიშვილის საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში დიდია იმის ალბათობა, რომ მოწმეებზე მანიპულირება მოხდეს.

 

 

„ივანიშვილისთვის პრინციპული იყო, რომ ყველაფერი დაებრალებინა საქართველოსათვის, მისთვის პრინციპული იყო, რომ რუსული ვერსია დადასტურებულიყო. ეს არის კაცი, რომელმაც ძალიან კარგად იცის მოწმეების მანიპულირებაც და ყველა სხვა მექანიზმის გამოყენება ამ მიმართულებით. მაგრამ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს რეჟიმი არის ძალიან დროებითი, მე ვლაპარაკობ, რომ რამდენიმეთვიანი კიდევ, ცხოვრება არის დიდი წინ, ეს გამოძიება მრავალწლიანია ალბათ, ამიტომ მე ვფიქრობ ყველაფერი დადგება თავის ადგილზე და სიმართლე საბოლოოდ გაირკვევა და საბოლოო ჯამში, როდესაც რუსეთშიც მოხდება ცვლილებები, ხელმისაწვდომი გახდება ასევე რუსული მასალები და მათ შორის რუსეთში მყოფი ის დამნაშავეები, რომელთაც რეალურად ის გააკეთეს, რაც მოხდა საქართველოში,“ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი