მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა. საუბრის დასაწყისში პეტრო პოროშენკომ გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვის მნიშვნელობას, სადაც საქართველოსა და უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების განხილვა მოხდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა "ახალ აბრეშუმის გზაზე" ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ პროექტს მასში მონაწილე ქვეყნებისთვის დიდი მნიშვნელობა და პერსპექტივა აქვს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის მნიშვნელობას და ვიზალიბერალიზაციის აუცილებლობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.