გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენს წინაშე დგას მთელი რიგი გამოწვევები: ტერიტორიებზე კონტროლის დროებითი დაკარგვა, რომლებიც რუსეთმა მიიტაცა
14-02-2016, 00:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ მკითხავთ, რაში მდგომარეობს ევროპის სამომავლო პერსპექტივა, გიპასუხებთ, რომ ის მდგომარეობს საერთო მიზნისა და საერთო მომავლის გარშემო კონსოლიდაციაში, ხოლო საქართველო არის ამ საერთო მომავლის ნაწილი, რასაც საფუძვლად უდევს საერთო ისტორიული წარსული და კულტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თემატურ პანელზე - "სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისაკენ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის ფორუმის მნიშვნელობაზე, უსაფრთხოების საკითხებზე და ევროპის მომავალთან დაკავშირებით საერთო მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

 

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავარი აქცენტი საქართველოს, როგორც ევროპის ნაწილის მომავალზე გააკეთა. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროპული ქვეყანა, როგორც ისტორიულად, ისე კულტურულად.

 


“საქართველო დღეს აშენებს თავის ევროპულ მომავალს. ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგს და გვაქვს სერიოზული ამბიციები ამ მხრივ: პოსტსაბჭოთა ინსტიტუტების ტრანსფორმაცია ევროპულ ინსტიტუტებად, საქართველოს პოლიტიკური სტანდარტების მიახლოება ევროპულ სტანდარტებთან, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა, ასევე უვიზო მიმოსვლა, რომელიც ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ, იმედია, მალე გვექნება. საქართველომ უკვე დაასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ევროპულ მომავალს ვაშენებთ საერთო ისტორიისა და საერთო ხედვის საფუძველზე,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, არსებული გამოწვევების მიუხედავად საქართველო თანმიმდევრულია ევროინტეგრაციის პროცესში.

 

 

“ჩვენ წინაშე დგას მთელი რიგი გამოწვევები: ტერიტორიებზე კონტროლის დროებითი დაკარგვა, რომლებიც რუსეთმა მიიტაცა; რეგიონში ლტოლვილებთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა, ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი საქართველოს ხვალინდელი დღისადმი, ევროპული სტანდარტების შესაბამისად ქვეყნის სისტემურ და ინსტიტუციურ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე იმედის თვალით შევყურებთ ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის შემდგომ განმტკიცებას, რითაც დავაკავშირებთ ევროპასა და აზიას, ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს, ირანის ჩათვლით, რომელსაც გაუჩნდა მთელ მსოფლიოსთან თანამშრომლობის პერსპექტივა,” - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

მისივე თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მისიებში, რეგიონის უსაფრთხოებაში და გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლაში.

 

 

დისკუსიას, რომლის განსახილველი თემა იყო “სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისაკენ’’, მოდერატორობას უწევდა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი. დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ: მაკედონიის პრეზიდენტი გიორგე ივანოვი, სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბორუტ პაჰორი, ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი, კოსოვოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ისა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი