ახლო პერსპექტივაში საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება საკმაოდ არარეალური სცენარია - ამის შესახებ კენანის ინსტიტუტის მკვლევარმა, მაიკლ კოფმანმა "ამერიკის ხმის" ქართული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში, აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის დირექტორის, ჯეიმს კლაპერის ყოველწლიურ მოხსენებაზე კომენტირებისას განაცხადა.
"საქართველო გარკვეულ სიგნალებს ეძებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მას სამოქმედო გეგმას მიანიჭებს, რაც, როგორც იცით, ალიანსში მიწვევას ნიშნავს. ეს საკმაოდ არარეალური სცენარია ახლო პერსპექტივაში. ნაცვლად ამისა, ნატო ცდილობს საქართველოსთვის ინტეგრაციის სხვა საშუალებები წამოსწიოს წინ და ეს ქვეყანა უფრო მნიშვნელოვანი შეღავათებით უზრუნველყოს, რაც, ერთგვარად, იქნება მიდგომის - "გაერთიანება, ფაქტობრივი გაერთიანების გარეშე" ასახვა", - განაცხადა კოფმანმა.
კითხვაზე, იყო თუ არა ჯეიმს კლაპერის განცხადება ერთგვარი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ მან მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს, თუ რეკომენდაცია აშშ-ის მთავრობისადმი უფრო მეტად იაქტიუროს რეგიონში რუსული გავლენების გასანეიტრალებლად, კოფმანი ამბობს, რომ ჯეიმს კლაპერის მიერ სენატში გაკეთებული ყოველწლიური მოხსენება არაფერს მსგავს არ გულისხმობდა.
"მას არაფერი ასეთი არ ჰქონია მხედველობაში. კლაპერმა ივარაუდა, რომ იმდენად, რამდენადაც ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივით საქართველოს მოსახლეობა იმედგაცრუებულია, ფაქტობრივად საქართველო, მომავალში, შესაძლებელია შეუდგეს დასავლეთთან ინტეგრაციის საპირისპირო გზას და ერთადერთი ალტერნატიული ორბიტა აქ მხოლოდ რუსული ორბიტაა. რუსეთის გავლენა და ზეწოლის საშუალებები მეზობელ საქართველოზე საკმაოდ ძლიერია. კლაპერმაც სწორედ ეს იგულისხმა, რომ თავის დროზე, რუსეთს იქ გავლენის სრული აღდგენა არ გაუჭირდება", - განაცხადა კოფმანმა.
აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, ჯეიმს კლაპერმა სენატში ყოველწლიური მოხსენებისას აღნიშნა, რომ რუსეთის ზეწოლის პირობებში, საქართველომ, შესაძლოა, დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.