აშშ ომს არ დაიწყებს საქართველოში ვლადიმერ პუტინთან - აღნიშნული განცხადება ვაშინგტონში დაფუძნებული ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის წამყვანმა ანალიტიკოსმა, ალექს ვატანკამ "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან საუბარში გააკეთა.
"პრეზიდენტ ობამას პოზიციაა, რომ ძლიერების წარმოსაჩენად საჭირო არ არის ყველგან სამხედრო ძალით მოახდინო ინტერვენცია. ამის ნათელი დადასტურებაა ამერიკის მონაწილეობა, ან როგორც ბევრი იტყვის - მონაწილეობის ნაკლებობა უკრაინაში. რაც შეეხება საქართველოს, ეს არის ქვეყანა, რომელიც დასავლეთისა და პერიოდულად, რუსეთის გავლენების ქვეშ ექცევა. ვფიქრობ, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ საქართველოზე მეტი ზეწოლა მიიტანოს, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ამის გადალახვა და დაძლევა. აშშ ომს არ დაიწყებს საქართველოში ვლადიმერ პუტინთან. ეს მიდგომა დარჩება მანამ, სანამ ამერიკის პრეზიდენტი ობამა იქნება. შესაძლოა, უფრო მეტი კონცენტრირება გამოიჩინოს ამერიკის მომავალმა ადმინისტრაციამ. თუმცა, ფაქტია, ამ ეტაპზე რუსეთი მიშვებულია რომ აკეთოს ის, რაც მის ინტერესებს ემსახურება სამხრეთ კავკასიაში", - განაცხადა ვატანკამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.