საქართველოს ბელგიელ ბიზნესმენთა დელეგაცია სტუმრობს. ბელგიის უმსხვილესი ბიზნესკომპანიების პირველ პირებს დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ბელგიელ ბიზნესმენებს საქართველოსადმი ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს, აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ორიენტირებულია საკუთრების უფლებების დაცვაზე.
"ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, რადგან ვხედავთ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება რეალურად ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბიზნესმენები და პოტენციური ინვესტორები, ინფორმაციას უშუალოდ ქვეყნის ხელმძღვანელებისგან იღებენ", – განაცხადა ბენჟამინ ვან ოუდენჰოვემ საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.