"ბიძინა ივანიშვილს გამოვიყვანთ მზის შუქზე და გავაშიშვლებთ"
14-02-2016, 03:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ბიძინა ივანიშვილს გამოვიყვანთ მზის შუქზე და გავაშიშვლებთ. ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ შვიდ მილიარდიანი ფუღურო" - განცხადება ამის თაობაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ ხეების გადარგვის საკითხთან დაკავშირებით, ციხისძირში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 


"ჩვენ გუშინ ვნახეთ, როგორ კუდამო -ძუებული, ტყით გაექცა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საკუთარ დაპირებებს. ჩვენ ერთი ეპიზოდი მოვიგეთ, ჩვენ მოვიგებთ ბრძოლას. ამ ადამიანს გამოვიყვანთ მზის შუქზე და გავაშიშვლებთ. ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ შვიდ მილიარდიანი ფუღურო. ოქტომბერში ჩვენ გავაფორმებთ საბოლოოდ გამარჯვებას და ვეტყვით მას, რომ რამდენი თანხაც არ უნდა ჰქონდეს ყულაბაში, ის ვერ იყიდის ქართველი ხალხის კეთილგანწყობას", - აღნიშნა გივი თარგამაძემ.

 

 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის თქმით, ციხისძირში სამუშაოები შეჩერდა არასამთავრობო ორგანიზაციების, "პარტიზანი მებაღეებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების აქტიულობის გამო.

 

 

"ეს ბარბაროსობა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ჰქონდა თავისი ახირებები, ხუშტურები. გარდა ეკოლოგიური ზიანისა, აქ იყო ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და მისი დემორალიზაცია, იყო თავდასხმა საქართველოს კანონმდებლობაზე და შვიდი ადამიანი მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ ისინი იცავდნენ კანონს. ჩვენ შეგვიძლია ამ ოლიგარქის თავგასულობა შევაჩეროთ. თუ ჩვენ ეს მოვახერხეთ აქ, ამას მოვახერხებთ ხვალ სხვაგანაც და საბოლოო ჯამში წერტილს დავუსვამთ მის უკანონო მოქმედებებს ოქტომბრის არჩევნებზე, რომელზეც ყველანი ერთად "ქართულ ოცნებას" ვეტყვით არას", - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

 

 

ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესის შეჩერების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" აქციას - "არ გადამრგო" განაგრძობს. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი