საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის (ACT) ხელმძღვანელს შორის გამართული შეხვედრა ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე მსჯელობას დაეთმო.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში თინათინ ხიდაშელმა და ფრანგმა გენერალმა დენის მერსიემ უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი და ამ ეტაპზე მიღწეული შედეგები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატოს მეკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის როლს არსებითი პაკეტის ეფექტიანად განხორციელების პროცესში.
"შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შექმნაზე. მხარეებმა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების ჩატარების საკითხებზეც იმსჯელეს. როგორც გენერალმა დენის მერსიემ აღნიშნა, ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობა პასუხისმგებელია, მიმდინარე წლის ნოემბერში, საქართველოში, ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" დაგეგმილი ნატო-საქართველოს საშტაბო სწავლება უმაღლეს დონეზე ჩატარდეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობასთან.
ACT ალიანსის სტრატეგიულ სარდლობას წარმოადგენს, რომელიც ალიანსის ძალებისა და მათი შესაძლებლობის ტრანსფორმაციის პროცესის ხელშეწყობაზეა პასუხისმგებელი"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.