ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა მრჩეველმა ევროპის საკითხებში ჩარლზ კუპჩანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო. ხაზი გაესვა რეფორმირების პროცესში აშშ-ის დახმარების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს, მათ შორის კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ეკონომიკური თავისუფლების განვითარების თვალსაზრისით.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებს. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკა" - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.