გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის გარშემო
14-02-2016, 06:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის გარშემო" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

 

 

"ამ მიმართულებით ყველაზე მოკლევადიანი მიღწევა, რაც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, გვაქვს ვიზალიბერალიზაცია. დადებითი ტექნიკური დასკვნა უკვე არსებობს და საჭიროა პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაცია. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩემი ეს განცხადება მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომ არავითარ შემთხვევაში ეს საკითხი არ იყოს ასოცირებული მიგრანტების პრობლემასთან და სხვადასხვა უსაფრთხოების კუთხით გაუარესებულ სიტუაციასთან, რომელიც რეგიონში გვაქვს. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ კონსოლიდაცია, რათა საბოლოო შედეგი დაიდოს.

 

 

გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, ამ სივრცეში მოძრაობს ძალიან ბევრი ადამიანი და გვქონდა კორიდორებში, სხვადასხვა ფორმატებში შეხვედრები და ყველას მხრიდან იგრძნობა უდიდესი მხარდაჭერა. ძალიან დადებითად აღიქვამენ ჩვენი მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს და გამოთქვეს სურვილი, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოგვიჩინონ ყველა მიმართულებით, რა რეფორმებსაც ვახორციელებთ. ასევე, გამოვიყენეთ ეს პლატფორმა, რომ წარმოგვეჩინა საქართველოს უსაფრთხოების პრობლემები, ოკუპაციასთან მიმართებაში. ძალიან კარგი ფაქტია, რომ ჩვენ ვმონაწილეობდით პანელში ბალკანეთის 4 ქვეყანასთან ერთად. ეს ფაქტი, რომ საქართველოს ამ ქვეყნების რიგში განიხილავენ, ძალიან დადებითია" - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი