"პუტინის იმპერია აუცილებლად ჩამოიშლება და საქართველო მზად უნდა იყოს საკუთარი ტერიტორიების რეინტეგრაციისთვის" - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ეს არის მრავალწლიანი პროცესი და პროცესი, სადაც ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სიმართლე. სამართლებრივ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია დეტალები. თავის დროზე ყევლაფერი ეს გაგზავნილი გვაქვს, შემდეგ რა მოხდა ბოლო წლებში, ვერ ვიტყვი საქართველოს მთავრობის მხრიდან, თუმცა დაახლოებით შეიძლება წარმოვიდგინო, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მაგრამ აქ არის საჭირო საუბარი ისტორიულ სიმართლეზე, აქ არის საუბარი საქართველოს მომავალზე, საუბრია ჩვენი სამართლებრივი პოზიციების გამაგრებაზე. აუცილებლად ჩამოიშლება რუსეთის იმპერია და აუცილებლად ჩამოშლება პუტინის რეჟიმი და ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლებრივად მზად, როდესაც საკითხი დადგება ჩვენი ტერიტორიების რეინტეგრაციის დანარჩენ საქართველოსთან.
თუ წელს საქართველომ გააგრძელა ისეთ სიტუაციაში ყოფნა, როგორც არის ყველა მიმართულებით, დედა შვილს არ აიყვანს ხელში, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო პოზიციების მიმართულებით. ახლა ჩვენ საერთაშორისო პოზიციების თვალსაზრისით თავისუფალ ვარდნაში ვიმყოფებით. როდესაც საერთაშორისო ვარდნაში ხარ, სად მოახდენ ზღართანს, კაცმა არ იცის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.