ამერიკელი გენერალი თინა ხიდაშელს: მადლობას გიხდით საქართველოს მიერ ავღანეთში გაღებული უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის
14-02-2016, 06:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს მიერ ავღანეთში გაღებული უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის. კარგად ვიცი, თუ რამდენად აფასებენ მეკავშირეები საქართველოს კონტრიბუციას ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში. მოუთმენლად ველი ქართველ სამხედროებთან შეხვედრას და მათ მხარდამხარ მსახურს,“ - ამ სიტყვებით გაეცნო ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მომავალი მეთაური საქართველოს თავდაცვის მინისტრს.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კოალიციური ძალების მომავალი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ჯონ ნიკოლსონი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა წარუდგინა.

 


ამერიკელ გენერლებთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა მიუნხენში, 52-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ყურადღება გამახვილეს მიმდინარე წელს საქართველოში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში დაგეგმილ ორ სწავლებაზე - „ღირსეულ პარტნიორსა“ (“Noble Partner”) და „Agile Spirit 2016“-ზე.

 


როგორც გენერალ-ლეიტენანმა ჰოჯესმა აღნიშნა, „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ამერიკული წარმოების ჯავშანტექნიკა - „ბრედლი“ და „აბრამსი“ შემოვა. ამერიკელი გენერლის თქმით, ამით წინასწარ დადგინდება, თუ რა ვადაშია შესაძლებელი რუმინეთიდან საქართველოში მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადმოსხმა.

 


შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლობის საქართველოში ვიზიტზე, რომელიც გაზაფხულზე იგეგმება და ფოთის პორტის შესაძლებლობებისა და არსებული ინფრასტრუქტურის შესწავლის მიზნით განხორციელდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი