ილია მეორე: სარწმუნოებას, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომლითაც ცხოვრობდა და ცხოვრობს ქართველი ხალხი, ვერავინ ვერ შეცვლის
17-04-2014, 15:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამებაში დიდი ხუთშაბათის დღესასწაულთან დაკავშირებით ფეხთბანვის წესი აღასრულა, რომლის დროსაც 12 მღვდელმსახურს ფეხი დაბანა.

 

 

ფეხთბანის წესის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და თავმდაბლობის, მორჩილების, სარწმუნოებისა და სიწმინდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

"ღვთის წყალობა და მადლი მიდის იმ ადამიანზე, რომელსაც აქვს თავმდაბლობა, მორჩილება, სიწმინდე, სარწმუნოება. ქართველი ადამიანი ოდითგანვე ფიქრობს და ცდილობს, შეინარჩუნოს სარწმუნოება მტკიცედ. ქართველი ადამიანი არავის არ ჩაგრავს. ქართველ ადამიანს ურჩევნია, თვითონ დაჩაგროს თავისი თავი, ვიდრე სხვა. უნდა გვახსოვდეს, რომ სიწმინდეს, სარწმუნოებას, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომლითაც ცხოვრობდა და ცხოვრობს ქართველი ხალხი, ვერავინ ვერ შეცვლის, ვერავითარი სხვა რწმენა. სარწმუნოება მოდის ღვთისაგან და ეფინება ადამიანს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ეს სარწმუნოება დღემდე გვაქვს და გვექნება კიდევ. ჯვარი გეწეროთ. ღმერთმა მოგცეთ მადლი და წყალობა. ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაუთენოს მთელს საქართველოს. ამინ", - ბრძანა პატრიარქმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი