აშშ-ის თავდაცვის მდივანიб ეშტონ კარტერი შესაძლოა, საქართველოს ზაფხულში ესტუმროს. პენტაგონის ხელმძღვანელის საქართველოში შესაძლო ვიზიტის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ელისა სლოტკინმა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა, საქართველოს თავდაცვის სფეროში დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზარდოს. ელისა სლოტკინმა თინათინ ხიდაშელთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიმართ და აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და აშშ-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას მიმდინარე წელს დაგეგმილი ორი საველე სწავლებაც ადასტურებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.