საქართველოში ზოგან ძალიან ბევრი ამომრჩეველია, ზოგან კი პირიქით, ეს ქმნის არათანაბარ ძალას, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა, ვენეციის კომისიის იურისტმა არჩევნებისა და პოლიტიკური პარტიების დაყოფის საკითხებში გაელ მარტინ მიკალეფიმ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.
"ვაპირებთ მივიღოთ ინფორმაცია პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისგან, რათა ვენეციაში, მარტში დაგეგმილი შეხვედრისთვის მოვემზადოთ. გვინდა გავიგოთ, როგორ წარიმართა პროცესი, იყო თუ არა ის ინკლუზიური, რა არის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის პოზიცია. საქართველოში ზოგან ძალიან ბევრი ამომრჩეველია, ზოგან კი პირიქით, ეს ქმნის არათანაბარ ძალას. ჩვენი რეკომენდაციის მიზანი სწორედ ამ სხვაობის შემცირება იყო, თუმცა ამ ახალი რეფორმის სიღრმისეული შეფასება მაინც გვჭირდება," განაცხადა გაელ მარტინ მიკალეფიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.