კოალიცია "ქართული ოცნების" დედაქალაქის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დღეს თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს ეწვია და იქ არსებულ პრობლემებს გაეცნო.
პანსიონატის დირექტორის დარეჯან თომაძის თქმით, მოსაწესრიგებელია შენობა, გათბობისა და ცხელი წყლის სისტემები; შემოსაღობია პანსიონატის ეზოც, ხანდაზმულები კი მედიკამენტების უფრო მეტ რაოდენობას საჭიროებენ . თომაძე იმედოვნებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დავით ნარმანია პანსიონატის ბინადართ ცხოვრების უეკეთეს გარემოს შეუქმნის.
"ჩვენ არ დაგტოვებთ პრობლემების პირისპირ და ერთად ვიზრუნებთ თქვენთვის ღირსებული პირობების შესაქმნელად", - განაცხადა დავით ნარმანიამ ხანდაზმულებთან შეხვედრაზე.
მისივე თქმით, ხანდაზმულებს განსაკუთრებული სითბო სჭირდებათ და საკმარისი არ არის ის, რისი გაკეთებაც ამ პატივსაცემი ადამიანებისთვის დღემდე მოხერხდა.
ნარმანიას პანსიონატის დირექტორმა ახალგაზრდა ამერიკელი მისიონერები წარუდგინა. 15 ამერიკელი ახალგაზრდა უკვე ერთი წელია, რაც პანსიონატში საქმიანობენ და სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ პანსიონატის დირექციას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.