კიდევ უფრო მეტად გავზრდით საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობას ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, 2012 წელს საქართველოში 80 ათასი ირანელი ვიზიტორი იმყოფებოდა, ხოლო შარშან, სამწუხაროდ, მათი რიცხვი 25 ათასს შეადგენდა. "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საკმაოდ მალე გავალთ იგივე ციფრებზე და კიდევ უფრო მეტად გავზრდით საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობას ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. დღეს პირველი დღეა უვიზო რეჟიმის და დღეს ჩვენ გვექნება შეხვედრები ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ირანიდან ჩამოსულ 14-კაციან ჯგუფთან. ეს არის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც გააშუქებენ საქართველოს შესაძლებლობებს ირანში. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ საქართველოს პოპულარიზაციას ირანში," განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.