"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო ერთ პირთან მოლაპარაკებებით და ეს ერთი პირი იყო ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ვენეციის კომისია ჩამოვიდა არა იმიტომ, რომ ოპოზიციის მოსაზრებები შეაფასოს, არამედ იმისთვის, რომ შეაფასოს როგორ შეასრულა ხელისუფლებამ ის ვალდებულებები, რომლებიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარეობდა. როგორი უნდა იყოს საარჩევნო სისტემა, ეს არის ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის გადასაწყვეტი – ასეთი იყო ვენეციის კომისიის მოსაზრება. მთავარია, რომ პროცესი მიდიოდეს ღიად, გამჭვირვალედ, მაქსიმალური კონსესუსის პირობებში მოხდეს გადაწყვეტილების მიღება და შეძლებისდაგვარად გათანაბრდეს საარჩევნო ოლქები", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსში პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებს არანაირი საერთო არ ჰქონდა უკვე მეორე მოსმენით მიღებულ ცვლილებებთან, ვინაიდან, გოგორიშვილის მტკიცებით, წინა საღამოს კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ და ყოფილმა პრემიერმა მისცა მათ ჩამოწერილი ოლქები, თუ როგორ უნდა ყოფილიყო გადანაწილებული. "მათ აქვთ სრული კონსესუსი ბიძინა ივანიშვილთან და არანაირად ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან და ვენეციის კომისიამ ეს ძალიან კარგად იცის, თუნდაც იმ ერთი მაგალითიდან გამომდინარე, რომ უკვე მიღებული კანონი გაუგზავნეს რეკომენდაციებისთვის და არა კანონპროექტი. ეს ვენეციის კომისიასთან კარგი ურთიერთობის ტრადიციაში არ ჯდება", – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
ვენეციის კომისიის ექსპერტები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს პარლამენტში შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.