აუცილებელია ყველა პოლიტიკური ძალისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიასაშუალება და ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის იყოს შექმნილი თანაბარი სათამაშო ველი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ განუცხადა.
ამერიკელი დიპლომატი "მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ თვალს ადევნებს მიმდინარე პროცესებს.
"ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას როგორც დემოკრატიულმა საზოგადოებამ. ამისთვის აუცილებელია სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები. იმისთვის, რომ ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში არჩევნები, აუცილებელია ყველა პოლიტიკური ძალისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიასაშუალება და ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის იყოს თანაბარი სათამაშო ველი შექმნილი", - განაცხადა კელიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.