საქართველოს "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა მარტის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ვიზიტად მყოფმა, ვენეციის კომისიის წარმომადგენელმა მანუელ გონსალეს ოროპეზამ განუცხადა.
ოროპეზა არ იზიარებს ქართული ოპოზიციის წუხილს იმის შესახებ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა დაგვიანებული იქნება და საარჩევნო კოდექსის შეცვლა ვერ მოესწრება. მისი თქმით, სესიის თარიღი დადგენილია, ვენეციის კომისია წელიწადში ოთხჯერ მართავს მსგავს სხდომებს და მას არ შეუძლია სპეციალური სესიის მოწვევა საქართველოს "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების შესაფასებლად, მაგალითად მომავალი კვირას. "ჩვენც გვჭირდება დრო. დელეგაციის შემადგენლობაში სამი წევრი ვართ. როგორც კი გვექნება მოსაზრება, უკვე 60 ქვეყნის წარმომადგენლები განიხილავენ მას", - განაცხადა გონსალეს ოროპეზამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.