ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის, Standard & Poor’s-ის ანალიტიკოსებს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და მაკროეკონომიკური პარამეტრები განიხილეს. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა სტუმრებთან ისაუბრა თუ რა გავლენას ახდენს მთავარ სავაჭრო პარტნიორებში მიმდინარე პროცესები საქართველოს ეკონომიკაზე. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო მაკროეკონომიკური სტაბილურობის და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება.
ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, უცხოური და შიდა ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში, მათ შორის, საუბარი შეეხო საგადასახადო მიმართულებით დაგეგმილ რეფორმას, რომელიც ითვალისწინებს მოგების გადასახადის ეწ. ესტონური მოდელის დანერგვას.
გასულ კვირას, ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-ის ანალიტიკოსებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.