მექსიკაში, 87 წლის ასაკში გამოჩენილი კოლუმბიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი გაბრიელ გარსია მარკესი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მწერლის ოჯახმა გაავრცელა.
მარკესი რამდენიმე დღის წინათ მექსიკის ერთ-ერთი კლინიკიდან გაწერეს, სადაც ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდა.
ბოლოს საზოგადოების წინაშე მწერალი წელს, მარტის დასაწყისში გამოჩნდა, როცა სახლიდან ჟურნალისტებთან და თაყვანისმცემლებთან სასაუბროდ გამოვიდა. ისინი დიდი მწერლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
დიდი მწერლის გარდაცვალების გამო, კოლუმბიის ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
მარკესი ესპანურენოვან სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მწერლადაა მიჩნეული. მარკესმა სახელი რომანით - მარტოობის ასი წელი - გაითქვა. აღსანიშნავია, რომ 1967 წელს დაწერილი რომანის 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და 1982 წელს მას ნობელის პრემია მიენიჭა.
მარკესი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოლუმბიელად სიცოცხლეშივე აღიარეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.