სოფლის მეურნეობის მინისტრმნა, ოთარ დანელიამ საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელებთან რიგით მეორე საკოორდინაციო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
"შეხვედრაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, სამინისტროში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებმა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ოთარ დანელიამ მოწვეულ სტუმრებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2015 წელს შესრულებული სამუშაოები და მიღწეული შედეგები გააცნო. მინისტრმა აღინიშნა, რომ მთავრობისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობით მიღებული შედეგები გაცილებით ეფექტიანია.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ გასულ წელს, როდესაც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირველი გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, თანამშრომლობის ახალ, პროაქტიულ ფაზაზე გადასვლა მოხდა. სამინისტროს მიერ იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისად განხორციელებული პროექტები და ღონისძიებები გაცილებით შედეგიანი აღმოჩნდა.
ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით 2016 წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე და პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დასახული მიზნის მოკლე დროში მიღწევაში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამელიორაციო სისტემების, ექსტენციის სამსახურების ხელშეწყობის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების, ცოდნის ამაღლებისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლებს" - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.