დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის ახალი სისტემის პრეზენტაციას დაესწრო
15-02-2016, 04:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის ახალი სისტემის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც თიბისი ბანკის სათაო ოფისში გაიმართა. პრეზენტაციას სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 


აღნიშნული სისტემა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ორგანიზაცია “პროსერვისის” ორგანიზებით მომზადდა. ახალი პროექტი საქართველოში მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მისი მეშვეობით როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ, ონლაინ რეჟიმში შეამოწმონ სასურველ სასტუმროში თავისუფალი ნომრები, ასევე შეეძლებათ ონლაინ დაჯავშნა პლასტიკური ბარათით და გადახდა როგორც პირდაპირი გადახდის, ასევე ადგილზე, მოგვიანებითი გადახდის პირობით.

 


საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სიახლე დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ონლაინ დაჯავშნის ახალი სისტემის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოში სასტუმრო ბიზნესის განვითარებას და გაზრდის საერთაშორისო მოგზაურების წვდომას ამ სერვისის მიმართ.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბევრი ტურისტი დღეს თავად ჯავშნის სასტუმროებს, იღებს გადაწყვეტილებას, სად და როგორ უნდა იმოგზაუროს. ამდენად, მნიშვნელოვანია ყველა ის სისტემა, რომელიც ტურისტებს დაეხმარება ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ სასტუმროები და მაქსიმალურად გაეცნონ იქ არსებულ სერვისს. ვიცე-პრემიერმა პოზიტიური უწოდა ერთ სისტემაში სხვადასხვა სერვისებს ინტეგრირებას.

 


აღნიშნული სიახლე სთავაზობს 4 სახის შეთავაზებას სასტუმროებისთვის: შეიქმნება მრავალენოვანი, დინამიური და თანამედროვე ვებგვერდი; ამოქმედდება სასტუმროს მართვის სისტემა, რომელიც სხვადასხვა ფუნქციებს მოიცავს და მოემსახურება სასტუმროებში არსებული ყველა ნომრის შესახებ სრული ინფორმაციის განთავსებას; შესაძლებელი იქნება საქართველოს სასტუმროებში ნომრების ონლაინ რეზერვაცია. მომხმარებელი საკუთარი გემოვნების მიხედვით შეძლებს, აირჩიოს ნომერი, კვების რაციონი და სხვ. ასევე იმ სასტუმროებში, რომლებიც აღნიშნულ სისტემაში ჩაერთვებიან,  თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, უფასო ტრენინგი ჩატარდება.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი