რუსეთში ზიკას ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ BBC-ის ცნობით, "როსპოტრებნადზორის" პრეს-სამსახური იტყობინება.
ცნობილია, რომ ვირუსი დომინიკის რესპუბლიკიდან დაბრუნებულ ქალბატონს აღმოაჩნდა. მან ვირუსის პირველი სიმპტომები მოსკოში დაბრუნების შემდეგ შენიშნა. ამჟამად, დაინფიცირებული საავადმყოფოში იმყოფება, მისი ოჯახის წევრებს კი შემოწმება უტარდებათ.
როგორც "როსპოტრებნადზორში" აცხადებენ, ის თვითმფრინავი, რომლითაც დაინფიცირებულმა იმგზავრა, უკვე შემოწმდა. სხვა მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ვირუსი ზიკა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის რეგიონშია გავრცელებული, თუმცა, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, არსებობს რისკი იმისა, რომ ვირუსი ევროპის კონტიტენტზეც გავრცელდეს.
ვირუსი კოღოს ნაკბენით გადადის. სიმპტომებს კონიუქტივიტი და თავის ტკივილი წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.