მარტის ბოლოს ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, სამიტში მონაწილეობის მიზნით, პრეზიდენტის გამგზავრებაზე გადაწყვეტილება მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს.
"ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად, გადაწყდა რომ საქართველო წარმოდგენილი იყოს პრეზიდენტის სახით და შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი გაემგზავრება ამ სამიტზე," განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
გარდა სამიტში მონაწილეობისა, მისი ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
"ამჟამად მიმდინარეობს პროგრამაზე, ორმხრივი შეხვედრების დაგეგმასა და დელეგაციის შემადგენლობაზე მუშაობა, რის შესახებასაც საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება", - აღნიშნა ფხალაძემ. აშშ-ში ბირთვული უსაფრთხოების სამიტი 31 მარტს არის დაგეგმილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.