დეპუტატმა, სოსო ჯაჭვლიანმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტიდან გაითხოვა. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ" პროექტის გამოთხოვის შესახებ ჯაჭვლიანის გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააჟღერა.
"ეს არის კანონპროექტი, რომელშიც საუბარი იყო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სახდელების თაობაზე. ეს პროექტი ჯერ კიდევ საკომიტეტო განხილვების სტადიაშია, ამიტომ ავტორს და ინიციატორს აქვს ამის უფლება. ასე რომ ჩვენ მივიღეთ ცნობად, რომ ბატონმა იოსებ ჯაჭვლიანმა გაითხოვა აღნიშნული პროექტი. შესაბამისად, პარლამენტი წყვეტს ამ საკითხზე მსჯელობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტში რელიგიურ სიწმინდეებთან დაკავშირებით დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტი რამდენიმე თვის წინ შევიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.