დავით უსუფაშვილი: მოარული ხმები, რომ სახელმწიფო დაურეგისტრირებელი ქონების წართმევას აპირებს, სიცრუეა
15-02-2016, 07:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოარული ხმები, რომ სახელმწიფო მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო რამეს გეგმავს და დაურეგისტრირებელი ქონების წართმევას აპირებს, სიცრუეა - განცხადება ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

 

 

"მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო და ყველას მოგიწოდოთ, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, იმიტომ, რომ მოარული ხმები, რომ ვინმე დაურეგისტრირებელი ქონების წართმევას აპირებს თუ სახელმწიფო მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო რამეს გეგმავს, არის სიცრუე. ვიცი, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტი მთავრობასთან ერთად აქტიურად მუშაობს, ჩართულები არიან დარგობრივი ეკონომიკისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები. ჩვენ გვექნება სწორედ სხვა მიმართულებით გადაწყვეტილებები - როგორ დავეხმაროთ მოქალაქეებს, რომ იურიდიულად გაიფორმონ ის მიწის ნაკვეთები, რომლებსაც წლებია და ზოგჯერ ათწლეულებია ფაქტიობრივად ფლობენ, მაგრამ იურიდიული საბუთების გაუმართაობის გამო სრულფასოვნად ვერ ახერხებენ თავიანთი საკუთრების გამოყენებას, განკარგვას სასოფლო-სამეურნეო თუ სხვა სახის დანიშნულებისთვის. ასე,რომ ამ საკითხებზე პარლამენტში მალე გვექნება მსჯელობა მოქალაქეთა უფლებების განსამტკიცებლად და არა პირიქით", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი