არმაზ ახვლედიანი არ არის ადეკვატური იმ ვითარებისა, რაც შექმნილია და საერთოდ ვერ ერკვევა, რას ნიშნავს მართვა. ეს განცხადება გია ვოლსკიმ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, ყოფილი აღმასრულებელი მდივნის არმაზ ახვლედიანის იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც კოალიცია "ქართულ ოცნებაში" საბჭოთა მენტალიტეტის მქონე პირები არიან, რაც პარტიის განვითარებას აფერხებს.
როგორც ვოლსკიმ განაცხადა, ხმამაღალი განცხადებები იყო მიზეზი, რის გამოც ახვლედიანს კოალიციის პოლიტსაბჭოს მდივნის უფლებამოსილების შეჩერება მოსთხოვეს.
"ახლა უფრო ნათელი ხდება, რომ სწორედ ამ საბჭოთა მართვის მეთოდებისა და ზედმეტი შენიშვნების, ხმამაღალი განცხადებების გამო ვთხოვეთ მას, შეეჩერებინა თავისი წევრობა პოლიტსაბჭოში და განცდები, მართალი გითხრათ, გვქონდა, მაგრამ ახლა ვრწმუნდები, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს ადამიანი არ არის მგონი ადეკვატური იმ ვითარებისა, რაც შექმნილია, ვერც ერკვევა სიტუაციაში. მე არ ვფიქრობ, რომ მას პირადი შეურაცხყოფა უნდა მივაყენო, მაგრამ ის, რომ საბჭოთა მენტალიტეტზე საუბრობს, შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის", - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, არმაზ ახვლედიანი საერთოდ ვერ ერკვევა, რას ნიშნავს მართვა და ფიქრობს, რომ მუშტის დაკვრით უნდა გადაწყვიტოს საკითხები, რაც, ვოლსკის შეფასებით, არ შეესაბამება პლურალიზმსა და დემოკრატიულობაზე დამყარებულ სულისკვეთებას, რომელიც პოლიტსაბჭოშია.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ არმაზ ახვლედიანის განცხადებებზე მომავალში კომენტარებს აღარ გააკეთებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.