ქართველი მწერლის, ფილოსოფოსისა და მთარგმნელის, პროფესორ ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალების გამო გიორგი ალიბეგაშვილმა მწუხარება გამოთქვა
15-02-2016, 08:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ქართველი მწერლის, ფილოსოფოსისა და მთარგმნელის, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.


"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მწერლისა და მთარგმნელის ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალების გამო. გამორჩეულია ჩვენი ქვეყნისთვის მისი მთარგმნელობითი, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა. იგი გახლდათ არაერთი თაობის აღმზრდელი და მსოფლიო ლიტერატურის შედევრების მაღალმხატვრულად მთარგმნელი. ვუსამძიმრებ ბატონი ბაჩანას ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.


ბაჩანა ბრეგვაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის არის ლიტერატურული პრემია "საბასა" და ღირსების ორდენის ორგზის მფლობელი. მიღებული აქვს ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილისა და დავით აღმაშენებლის პრემიები. 2015 წელს კი ბაჩანა ბრეგვაძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი