პაატა ჯიბლაძე: იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში ჩატარდება რეგიონულ-პროპორციული არჩევნები, მაჟორიტარული არჩევნების მაგივრად
15-02-2016, 09:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პაატა ჯიბლაძემ „პირველ პრესკლუბში“ საუბრისას, „მემარცხენე ალიანსის“ პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ გაზაფხულზე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ხელი მოაწერა მიმართვას, რომლის მიხედვითაც 2016 წლის არჩევნები, არა მაჟორიტარული, არამედ რეგიონულ-პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.


„გაზაფხულზე პრეზიდენტის სასახლეში მოხდა ინტერფრაქციული ჯგუფის შემადგენლობაში ამ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით საკითხების განხილვა. მაშინ ჩვენმა პარტიამ ხელი მოაწერა მოთხოვნას, რომ ხელისუფლებას და საპარლამეტო უმრავლესობას გადაედგა ნაბიჯი, ქვეყანაში 2016 წლის საშემოდგომო საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო რეგიონალურ-პროპორციული სისტემით, რაზეც ხელისფლება არ თანხმდება. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ქვეყნისათვის, რომ რეგიონალურ-პროპორციული სისტემით ჩატარდეს არჩევნები და ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისაკენ, მითუმეტეს თუ გავიხსენებთ იმას, რომ შეხვედრაზე პრეზიდენტთან ამ მიმართვას ხელი, პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა, დავით უსუფაშვილმა მოაწერა. შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს, დღეს უმრავლესობაში ჩამოყალიბებულმა და მიღებულმა გადაწყვეტილებამ,  რომ მაჟორიტარული არჩევნები ჩატარდეს 2016 წელს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს აუციელებელია ქვეყნის განვითარებისათვის. მე იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდება ხელისუფლება, საპარლამენტო უმრავლესობა და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ჩატარდება რეგიონულ-პროპორციული არჩევნები, მაჟორიტარული არჩევნების მაგივრად“, - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.


აქვე ჯიბლაძე დაურეგისტრირებელი მიწების პრობლემასაც შეეხო და განაცხადა, რომ სოფლად გლეხების დამაგრებას, ხელისუფლებისგან მხარდაჭერა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხევავაში მიწებს, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები შეიძენენ.


„პოლიტიკური გაერთიანება "მემარცხენე ალიანსი" მოხარულია რომ ჩვენს მიერ 6 თებერვალს ჩატარებულმა პრესკონფერენციამ, როდესაც ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, კერძო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები გლეხებისთვის გადაცემულიყო უფასოდ ანუ დაეფინანასებინა ბიუჯეტს, ამ საკითხმა ვნებათაღელვა გამოიწვია. ჩვენ ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ სოფლად გლეხების დამაგრებას, თუ გლეხებმა ბიუჯეტის დახმარებით ვერ დაირეგისტრირეს მიწები, მაშინ გამოდის, რომ ერთი წლის შემდეგ, სახელმწიფო თავის საკუთრებაში აიღებს გლეხების და ფერმერების კუთვნილ მიწებს და შემდეგ მოახდენს მის პრივატიზაციას. ამ მიწებს რომელი ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანი იყიდის და შემდეგ, ჩვენი გლეხობა რა მდგომარეობაში ჩავარდება, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ამ საკითხებზე უნდა დაფიქსირდეს ხელისუფლების პოზიცია, რომ არ მოხდეს ჩვენი გლეხობის მასობრივი აყრა მათი ძირძველი ტერიტორიებიდან," აღნიშნა პაატა ჯიბლაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი