ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" დე-ფაქტო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოსები, შესაძლოა, გაასახლონ. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ასეთი ინფორმაცია ადგილობრივ მცხოვრებლებში ვრცელდება, თუმცა ამის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არსებობს.
სააგენტო "სპუტნიკ-ოსეტია" წერს, რომ ამ ინფორმაციის უარყოფის მიზნით, ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები ე.წ. სასაზღვრო ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და განუმარტეს, რომ მათი გასახლება არ იგეგმება.
შეხვედრაზე ასევე აცნობეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ოსებთან ჩასული სტუმრებისთვის ან ნათესავებისთვის სავალდებულოა წინასწარ, კომიტეტის ე.წ. სასაზღვრო სამსახურში საშვის აღება.
გარდა ამისა, ადმინისტრაციულ საზღვრთან მცხოვრებლებმა წინასწარ უნდა გააფრთხილონ ე.წ. მესაზღვრეები ქორწილის, პანაშვიდის და სხვა ღონისძიების შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.