ავსტრიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქართველო ე.წ.უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანოს, რაც ნიშნავს, რომ ავსტრიაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარზე უარს ეტყვიან.
სააგენტო "ასოშიეითიდ პრესის" ცნობით, ოფიციალური განცხადება აღნიშნულის შესახებ ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ამ გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეების განაცხადები თავშესაფრის მიღების შესახებ განხილული იქნება მაქსიმუმ 10 დღეში, მაშინ როცა სირიის მოქალაქეებისთვის ეს პროცესი დაახლოებით ერთ თვეს გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.