მიმდინარე წლის მეოთხე კვირაში, 100 000 მოსახლეზე გრიპის ვირუსის 357 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა
16-02-2016, 02:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვირუსული ინფექციით 16 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

"გრიპის ვირუსის პიკი იყო მიმდინარე წლის მეოთხე კვირა, როცა 100 000 მოსახლეზე 357 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. მეხუთე კვირაში დაიწია მაჩვენებელმა და უკვე 100 000 მოსახლეზე 310 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება მეექვსე კვირას, უკვე დაფიქსირებულია 284 შემთხვევა. სტაციონარში მიმართვიანობა შემცირებულია, თუმცა ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. თებერვალში გრიპის შემთხვევები კიდევ იქნება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, H1N1-ის, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით გარდაიცვალა 15 ადამიანი, ხოლო H3N2-ის ვირუსით - ერთი პირი.

 

 

"ყველა გავრცელების შემთხვევა იყო ქრონიკული დაავადების ფონზე. ძირითადი მიზეზი იყო დაგვიანებული მიმართვიანობა. შეიძლება ითქვას, რომ პიკი უკვე გადავლილია, თუმცა გრიპის დასაწყის სიმპტომებში აუცილებლად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, ან სამედიცინო დაწესებულებას. ადრეულ ეტაპზე დაწყებული მკურნალობა გამოჯანმრთელების გარანტიაა. ყველა გარდაცვალების შემთხვევა სწორედ დაგვიანებულმა მკურნალობამ განაპირობა", - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

 

 

დაავადებათა კონტროლის რაიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ორსულებსაც მიმართა და ურჩია, გრიპის სიმპტომების დაწყებისთანავე მიმართონ სტაციონარებს, სადაც პრეპარატ "ტამიფლუს" მიღება უფასოდ შეეძლებათ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი