ყაზბეგში 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
16-02-2016, 03:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ყაზბეგში 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

 

 

სააგენტოს ინფორმაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მძიმეწონიანი მანქანების ავტოსადგომისა და სასაწყობე მეურნეობის მოწყობის პროექტის განხორციელების მიზნით შპს "მერფი ყაზბეგს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 49 წლის ვადით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფანშეტში მდებარე 52 932 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საინვესტიციო პირობებით გადასცა.

 

 

"აღნიშნულ ტერიტორიაზე 200 სატვირთო ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი და სასაწყობე მეურნეობა მოეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს 20 საწოლზე გათვლილ სასტუმროს მშენებლობას და არანაკლებ 300 კვ.მ. ფართის მქონე სწრაფი კვების ობიექტის მოწყობას. ჯამში კომპანია 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

როგორ სააგენტოში აცხადებენ, პროექტი ხელს შეუწყობს ფასანაური-ნატახტარის მონაკვეთზე ტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდას და უზრუნველყოფს სტიქიური მოვლენების, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს ავტოსატრანსპორტო ნაკადის გამტარუნარიანობის შეზღუდვის თავიდან აცილებას.

 

 

"შპს "მერფი ყაზბეგი" ასევე უზრუნველყოფს სახელმწიფოს სასარგებლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული კონფიგურაციით არანაკლებ 2000 კვ.მ. ფართობზე მოაწყოს ასფალტის ან ბეტონის საფარი საჭირო კომუნიკაციებით (მათ შორის: ელექტროენერგიით, წყლით და ბუნებრივი აირით) და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს. ამავე ვადაში კომპანია სახელმწიფოს სასრგებლოდ, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან სარგებლობაში გადასაცემ უძრავ ქონებამდე მისასვლელი ბეტონის ან/და ასფალტის საფარიანი საავტომობილო გზის და ხიდის მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან - საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებით", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი