"თავისუფალი დემოკრატები" დავით უსუფაშვილს მიმართავენ
16-02-2016, 04:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, საკანონმდებლო ცვლილებები მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე პარლამენტში წარადგინოს.

 

 

"მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ნამდვილად ვერ დავეთანხმები დავით უსუფაშვილს. მას ან მმართველი გუნდის ნებისმიერ წევრს შეუძლია, დღესვე შემოიტანოს კანონპროექტი და დავიწყოთ განხილვა. როგორ შეიძლება ვიმსჯელოთ პროექტზე, რომელიც ჯერ განსახილველადაც არ შემოსულა? თქვენ გახსოვთ, როდესაც თავის დროზე 80 დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებული პროექტი უნდა გაგვეხილა, შეეხებოდა 2020 წელს და არა 2016 წელს რეგიონულ-პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რაც არ ვარგა, ვინაიდან ჩვენი დაპირება იყო, რომ უმალ გადავსულიყავით ამ სისტემაზე, მაგრამ 2020-ის პერსპექტივაც ახლა რთულად მესახება. ხელისუფლებას ჯერჯერობით განხილვაც არ დაუწყია. მე არ ვამბობ, რომ "თავისუფალი დემოკრატები" ახლა აუცილებლად მხარს დავუჭერთ ან არ დავუჭერთ ამ ინიციატივას, მაგრამ მზად ვართ, რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ ამის განხილვა", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, "სანამ სულ გვიან არ არის" მხარი დაუჭიროს მმართველი გუნდის საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც 2016 წლის არჩევნების შემდეგ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი