დიმიტრი ხუნდაძე: ის, რაც უკანონოა ინტერნეტის გარეთ, უკანონო უნდა იყოს ინტერნეტშიც
16-02-2016, 05:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ინტერნეტით ბავშვებისათვის საფრთხის შემცველ ინფორმაციაზე წვდომის საკითხი კანონმა უნდა დაარეგულიროს.

 

 

დეპუტატი ამ კონტექტში ყურადღებას პორნოგრაფიულ საიტებზე შეუფერხებელ წვდომაზე, შესაძლო ყალბ ტრანზაქციებსა და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებზე ამახვილებს.

 

 

"ჩვენი მიზანია, დავიცვათ ბავშვები იმ რისკებისგან, რაც შეიძლება ინტერნეტის მოხმარებას მოჰყვეს. ის, რაც უკანონოა ინტერნეტის გარეთ, უკანონო უნდა იყოს ინტერნეტშიც. ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს სასჯელს ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობის და გავრცელებისთვის. არსებობს ფილტრაციის პროგრამები პროვაიდერთათვის. მათ უნდა მოეთხოვოთ ინფორმაციის მუდმივი მონიტორინგი და ნებისმიერი სახის უკანონო ინფორმაციის წაშლა მისი საზოგადოებისთვის მიწოდებამდე. ყველა წამყვან სახელმწიფოში არსებობს რეგულაციები, რომელსაც ექვემდებარება ბავშვებისთვის უსაფრთხო ინტერნეტის მოხმარება. ვფიქრობთ, ეს საკითხი დღეს გასაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რადგან ტექნოლოგიების განვითარებამ არ უნდა დააზარალოს ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი - ბავშვის სწორად განვითარება და მათი დაცვა არსებული რისკებისგან", - განაცხადა ხუნდაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი