საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რუკაზე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცალკე ქვეყნების ჩამონათვალში შეტანის ინფორმაციას არ ადასტურებს.
"ეს სტატია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამოუკიდებელ ბლოგზეა განთავსებული, რომელიც, ემსახურება გლობალურ საკითხებსა და პრობლემებზე დებატების წარმართვას. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წარმომადგენლების განცხადებით, მოცემული სტატია და მასში გამოყენებული მასალები არანაირად არ გამოხატავს ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას და აღნიშნავს მხოლოდ ფორუმის მომხმარებლის კერძო დამოკიდებულებას", - განმარტავენ საგარეო უწყებაში.
ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიგი წერეთელმა გაავრცელა.
"ეს რუკა შემთხვევით ვნახე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის - "მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" (წორლდ ეცონომიც ფორუმ) საიტზე და ბევრგან სხვაგანაც დევს. 2015 წლის მსოფლიო მოსახლეობის კარტოგრამაა. მართლაც კარგი, ინფორმატიული რუკაა, სერიოზული კომპანიის შექმნილი, მაგრამ ცუდი ისაა, რომ აქ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე ქვეყნების ჩამონათვალშია" - აცხადებს წერეთელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.